დუბროვნიკი (ხორ.Dubrovnik, IPA: [ˈdǔ.bro̞ːʋ.niːk]; 1918 წლამდე — რაგუზა, დალმაც. Ragusa, ლათ.Ragusium, ასევე Rhausium, Rhaugia; იტალ.Ragusa), მეტსახელად „ადრიატიკის მარგალიტი“ — ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში. მისი მოსახლეობა2001 წელს შეადგენდა 43 770 ადამიანს, მათგან 88,39% ხორვატი იყო.
ქალაქ დუბროვნიკის სიმდიდრე მუდამ დამოკიდებული იყო საზღვაო ვაჭრობაზე. შუა საუკუნეებში, როგორც რაგუსას რესპუბლიკა, ის აღმოსავლეთ ადრიატიკის ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფო იყო, რომელიც ვენეციას პირველობას ეწილებოდა. მისი სიმდიდრისა და მოქნილი დიპლომატიის წყალობით ქალაქი მნიშვნელოვნად განვითარდა, განსაკუთრებით XV-XVI საუკუნეებში. რაგუსა მოგვიანებით ხორვატული ენისა და ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა — აქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი პოეტები, დრამატურგები, მხატვრები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და სხვა მეცნიერები.
კლიმატი
ჰავის მონაცემები — Dubrovnik (1971–2000, extremes 1961–2019)