დულიტლის რეიდი (ინგლ.Doolittle Raid) — მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ეპიზოდი, რომლის დროსაც ავიამზიდ ჰორნეტზე განლაგებული საშუალო სიმძლავრის 16 ბომბდამშენი B-25 Mitchell შეტევაზე გადავიდა იაპონიის ტერიტორიაზე. თავდასხმას ჰქონდა მცირე სამხედრო, თუმცა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გაფრენისას დაიკარგა 15 ბომბდამშენი. ერთადერთი გადარჩენილი ბომბდამშენი, რომელსაც მართავდა ედუარდ იორკი დაჯდა საბჭოთა ტერიტორიაზე, შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ აეროდრომზე.