ედუარდო ფრანკო
ედუარდო ფრანკო | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 11 ნოემბერი, 1995 (29 წლის) |
დაბადების ადგილი | იუმა |
საქმიანობა | მსახიობი, კინოპროდიუსერი, კომიკოსი და ტელემსახიობი |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
![]() |
ედუარდო ფრანკო (დ. 29 აგვისტო, 1994, იუმა, არიზონა, ამერიკა) — ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი.
ბიოგრაფია
ედუარდო ფრანკო დაიბადა 29 აგვისტოს, 1994 წელს, არიზონას შტატის ქალაქ იუმაში. ის გაიზარდა მუშათა კლასის ოჯახში.[1] ის ცნობილია თავისი როლებით, როგორც არგაილი Netflix-ის სერიალში Stranger Things, ნოეტიკ ნიქსონთან ერთად ის ასევე არის მუსიკალური დუეტის "Dumb Bitches w/ Internet" წევრი.[2]
კარიერა
მან პირველად მსახიობობა სატელევიზიო კომედიაში დაიწყო. შეასრულა გევისის როლი Adam Ruins Everything ეპიზოდში რომელიც გავიდა 1 აგვისტოს 2017 წელს. მისი პირველი მთავარი დამსახურება იყო სპენსერ დიაზის როლი 2017 წლის Netflix-ის კომედიის American Vandal(ამერიკელი ვანდალი)-ის პირველ სეზონში. 2019 წელს მან მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა კრიტიკოსების მიერ აღიარებულ კომედიურ ფილმში Booksmart. ის ასევე გამოჩნდა რამდენიმე ქვეყნის მაშტაბით რეკლამებში, მათ შორის GEICO-ს, Samsung-ისა და TurboTax-ის რეკლამებში. 2020 წელს ფრანკომ ითამაშა მთავარი როლი ენდრიუ ფილმში The Binge. 2022 წელს ფრანკო ცნობილი გახდა არგაილის როლით, როგორც ჯონათან ბაიერსის მეგობარი, Stranger Things-ის მეოთხე სეზონში.