ევრილ ჰეინესი
ევრილ ჰეინესი Avril Haines | |
ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 21 იანვარი, 2021 |
პრეზიდენტი | ჯო ბაიდენი |
წინამორბედი | ჯონ ლი რეტკლიფი |
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 აგვისტო, 2013 – 10 იანვარი, 2015 | |
პრეზიდენტი | ბარაკ ობამა |
წინამორბედი | მაიკლ მორელი |
მემკვიდრე | დევიდ კოენი |
დაბადებული | 29 აგვისტო, 1969 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
განათლება | ჩიკაგოს უნივერსიტეტი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
ევრილ ჰეინესი (ინგლ. Avril Dannica Haines; დ. 29 აგვისტო 1969, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილე 2013-2015 წლებში, ეროვნული დაზვერვის სააგენტოს პირველი ქალი დირექტორი ჯო ბაიდენის მთავრობაში 2021 წლიდან.
მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო 2010 წელს როდესაც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში გახდა პრეზიდენტის მრჩევლის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 2013 წლის 9 აგვისტოდან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილეა.[1] 2014 წლის დეკემბერში დანიშნეს ეროვნული უსაფრთოხოების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილედ[2] და ეს თანამდებობა ეკავა 2017 წლის 20 იანვრამდე.
2020 წლის 23 ნოემბერს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების სია, რომელშიც ევრილ ჰეინესი მოაზრებოდა, როგორც ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორი.[3] 2021 წლის 21 იანვარს აშშ-ის სენატმა იგი დაამტკიცა და გახდა პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე.[4]
სქოლიო
- ↑ Karen DeYoung and Greg Miller. (2013-06-12) CIA’s deputy director to be replaced with White House lawyer. Washington Post. ციტირების თარიღი: 2017-01-26.
- ↑ Simon Engler. (2014-12-18) Number 2 at CIA Moves to White House. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 2017-01-26.
- ↑ Ben Leonard. (2020-11-23) Who is Avril Haines, Biden’s director of national intelligence pick? The ex-CIA deputy director once owned a Baltimore book cafe. The Baltimore Sun. ციტირების თარიღი: 2020-11-24.
- ↑ სალომე თორაძე. (2021-01-21) აშშ-ის სენატმა ეროვნული დაზვერვის სააგენტოს დირექტორად ავრილ ჰეინესი დაამტკიცა. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2021-01-21.
|