ეკვატორიალური პროვინცია
პროვინცია | |
---|---|
ეკვატორიალური პროვინცია ფრანგ. Équateur | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
ადმ. ცენტრი | მბანდაკა |
კოორდინატები | 0°00′00″ ჩ. გ. 18°20′00″ ა. გ. / 0.00000° ჩ. გ. 18.33333° ა. გ. |
დაარსდა | 2015 |
ფართობი | 103 902 კმ² |
მოსახლეობა | 1 626 606 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 15,66 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | equateur.cd |
ეკვატორიალური პროვინცია (ფრანგ. Équateur) — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პროვინცია,[1] რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ამ პროვინციას ერთ დროს ეკავა ვრცელი ტერიტორია, მაგრამ 2005 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ დაიყო რამდენიმე უფრო მცირე ზომის პროვინციებად, რომელთაგან სახელწოდება «ეკვატორიალური» შემორჩა ადმინისტრაციულ ცენტრ მბანდაკას ირგვლივ არსებულ ტერიტორიას.
გეოგრაფია
სამხრეთიდან ეკვატორიალურ პროვინციას ესაზღვრება მაი-ნდომბეს პროვინცია, აღმოსავლეთიდან ჩუაპის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მონგალის პროვინცია, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთი უბანგის პროვინცია.
ადმინისტრაციული დაყოფა
- ბასანკუსუ (Basankusu)
- ბიკორო (Bikoro)
- ბოლომბა (Bolomba)
- ბომონგო (Bomongo)
- ინგენდე (Ingende)
- ლუკოლელა (Lukolela)
- მაკანზა (Makanza)
სქოლიო
|