ელექტრული გველთევზა (ლათ.Electrophorus electricus) — თევზი კობრისნაირთა რიგისა. მისი გველისებურად წაგრძელებული სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, წონა — 20 კგ. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის მტკნარ წყლებში. აქვს მძლავრი ელექტრული ორგანოები, რომლებიც 650 ვ-მდე ელექტროდენის იმპულსებს წარმოქმნიან. იკვებება მცირე ზომის თევზებით. ადგილობრივი მოსახლეობა საკვებად იყენებს.