ელის კუპერი (ინგლ.Alice Cooper, ნამდვილი სახელი - ვინსენტ დეიმონ ფურნიე; დ. 4 თებერვალი, 1948) — ამერიკელი როკ-მომღერალი, სიმღერების ავტორი და მუსიკოსი, რომლის კარიერა რამდენიმე ათეულ წელიწადს მოიცავს. ცნობილია თავისი სასცენო იმიჯით, რომელიც გამოიხატებოდა ხელოვნური სისხლის, ელექტროსკამების, ბავშვების თოჯინების, გილიოტინების გამოყენებაში. 2011 წელს წელს ელის კუპერის ბენდი შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.