ენამრგვალასებრნი (ლათ.Alytidae, Discoglossidae) — ოჯახი უკუდო ამფიბიების რიგისა. აქვთ მრგვალი გაუორკაპებელი ენა, ოჯახში 4 გვარია და 8 სახეობა. გავრცელებული არიან ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში. ყველაზე ცნობილი გვარია ბაყაყი-მეანი (Alites). ენამრგვალასებრნი დროის უმეტეს ნაწილს წყალში ატარებენ. გარკვეული დაყოფით ოჯახს ასევე მიაკუთვნებენ გომბიოს გვარს (Bombina).