ესპანეთის პრიმერა დივიზიონი 2015-2016 — ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 85-ე გათამაშება. ტურნირი დაიწყო 2015 წლის 21 აგვისტოს და დასრულდა 2016 წლის 15 მაისს. ჩემპიონობა 24-ედ მოიპოვა „ბარსელონამ“ რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩა მადრიდის „რეალი“. ჩემპიონატიდან გავარდნენ „რაიო ვალეკანო“, „ხეტაფე“ და „ლევანტე“. ტურნირის ბომბარდირი გახდა ლუის სუარესი, რომელმაც 40 გოლის გატანა მოახერხა. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ანტუან გრიზმანი რომელმაც 22 გოლი გაიტანა.