ესტეგლალ თეირანი (საფეხბურთო კლუბი)
![]() | |||
სრული სახელი |
სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران საფეხბურთო კლუბი ესტეგლალ თეირანი | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 26 სექტემბერი, 1945 | ||
სტადიონი |
აზადი, თეირანი, ირანი (ტევადობა: 78 116 მაყურებელი) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
ლიგა | სპარსეთის ყურის პრო ლიგა | ||
2023–24 | მე-2 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
ესტეგლალ თეირანი (სპარს. باشگاه فوتبال استقلال تهران) — ირანული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თეირანიდან. ასპარეზობს სპარსეთის ყურის პრო ლიგაში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო ძლიერ, ტიტულოვან და პოპულარულ გუნდად ირანული ფეხბურთის ისტორიაში.
ისტორია
საფეხბურთო კლუბ „ესტეგლალ თეირანის“ ისტორია სათავეს 1945 წლის სექტემბრიდან იღებს. კლუბი თავდაპირველად „დოჩარხე სავარანის“ (სპარს. دوچرخه سواران) სახელით დაფუძნდა. „ესტეგლალ თეირანი“ ირანის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში ასპარეზობს და ერთ-ერთ ყველაზე უფრო წარმატებულ კლუბად ითვლება: არის ქვეყნის რვაგზის ჩემპიონი და ათგზის ვიცე-ჩემპიონი, ჰაზფის თასის შვიდგზის მფლობელი და ხუთგზის ფინალისტი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ჩემპიონთა ლიგის თასის ორგზის მფლობელი და ორგზის ფინალისტი. 2020 წლის 7 ოქტომბრიდან კლუბის მთავარი მწვრთნელია ირანელი ფეხბურთის სპეციალისტი მაჰმუდ ფექრი.[1][2]
მიღწევები
ჩემპიონი (9): 1970–71, 1974–75, 1989–90, 1997–98, 2000–01, 2005–06, 2008–09, 2012–13, 2021–22
ვიცე-ჩემპიონი (10): 1973–74, 1991–92, 1994–95, 1998–99, 1999–2000, 2001–02, 2003–04, 2010–11, 2016–17, 2019–20
თასის მფლობელი (7): 1976–77, 1995–96, 1999–2000, 2001–02, 2007–08, 2011–12, 2017–18
ფინალისტი (5): 1989–90, 1998–99, 2003–04, 2015–16, 2019–20
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Mahmoud Fekri takes charge of Esteghlal. AFC Champions League. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.
- ↑ Mahmoud Fekri. Transfermarkt. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021.