ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობები

ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of Estonia and Georgia

ესტონეთი

საქართველო

ესტონეთ-საქართველოს ურთიერთობები — წარმოადგენს ურთიერთობებს ესტონეთსა და საქართველოს შორის.

ისტორია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ესტონეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 16 ივნისს. 1999 წლიდან საქართველოს მოქალაქეების უფლებებს იცავდა საქართველოს გენერალური კონსული ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში ზურაბ მარშანია. 2003 წლის სექტემბერში მოქმედება დაიწყო საქართველოს საელჩომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში. საქართველოს ელჩად ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში დაინიშნა დავით აფციაური. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 13 ოქტომბრის № 606 ბრძანებულების თანახმად, შეიქმნა საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში, სადაც დაინიშნა საქმეთა დროებითი რწმუნებული ზურაბ მარშანია. 2009 წლიდან ელჩია რუსლან აბაშიძე.[1]

ვიზიტები

ვიზიტები საქართველოში

  • 2004 წლის 10-11 ივნისი - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კრისტიინა ოიულანდის ოფიციალური ვიზიტი;
  • 2005 წლის 22-23 ნოემბერი - ესტონეთის პრეზიდენტის არნოლდ რუიტელის ვიზიტი;
  • 2005 წლის 16-20 დეკემბერი - ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას ვიზიტი;
  • 2006 წლის 9-11 მაისი - ესტონეთის პრეზიდენტის არნოლდ რუიტელის ვიზიტი;
  • 2007 წლის სექტემბერი - ესტონეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ენე ერგმას ვიზიტი საქართველოში.
  • 2008 წლის იანვარი - პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის ვიზიტი საქართველოში.
  • 2008 წლის თებერვალი - პრემიერ მინისტრის ანდრუს ანსიპის ვიზიტი;
  • 2008 წლის აგვისტო - პრეზიდენტ ტოომას ჰენდრიკ ილვესის ვიზიტი საქართველოში
  • 2008 წლის აგვსიტო - საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის ვიზიტი საქართველოში

ვიზიტები ესტონეთში

საქართველოს ელჩები ესტონეთში

ესტონეთის ელჩები საქართველოში

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო