ექსპოზიცია (ფოტოგრაფია)
ექსპოზიცია — სურათის გადაღებისას შუქმგრძნობიარე მასალაზე დასხივებული ხილული, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და სხვა სხივების დოზა, რომელიც განათებულობისა და განათების დროის (დაყოვნების) ნამრავლის ტოლია. აპარატში შუქმგრძნობიარე ფენის განათებულობას უმთავრესად ობიექტის სიკაშკაშე და ფოტოგრაფიული ობიექტივის ეფექტური შუქძალა განაპირობებს, განათების ხანგრძლივობას კი — ფოტოგრაფიული მასალის შუქმგრძნობიარობა. ექსპოზიციას არეგულირებენ ფოტოგრაფიული საკეტით და დიაფრაგმით, განსაზღვრავენ სხვადასხვა ექსპონომეტრით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 254.