ვარსკვლავის მაგნიტური ველი — მაგნიტური ველი, რომელიც ვარსკვლავის შიგნით მოძრავი პლაზმის შედეგად წარმოიქმნება. ამ მოძრაობას ქმნის კონვექცია, რომელიც არის ენერგიის გადაადგილების ფორმა და მოიცავს მატერიის ფიზიკურ გადაადგილებას. ლოკალიზებული მაგნიტური ველი გავლენას ახდენს პლაზმაზე და ეფექტურად ზრდის წნევას თითქმის სიმკვრივის მომატების გარეშე. შედეგად, მაგნიტიზირებული რეგიონი ადის მაღლა პლაზმის ნარჩენის მიმართ, სანამ ის ვარსკვლავისფოტოსფეროს არ მიაღწევს. ეს ქმნის ვარსკვლავთლაქებს ზედაპირზე და მასთან დაკავშირებულ მოვლენას — გვირგვინულ მარყუჟებს.[1]