ვარშავის მეტროპოლიტენი (პოლ.Metro Warszawskie) — მეტროპოლიტენის სისტემა ვარშავაში. სისტემა ევროპაში ერთ-ერთი უახლესია, პოლონეთში კი ერთადერთი. გაიხსნა 1995 წელს და 2008 წლის მდგომარეობით, ერთი ხაზისგან შედგება და ვარშავის ცენტრს აკავშირებს ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებთან ურსინუვი და ჟოლიბორჟი. შენდება მეორე ხაზი, რომელიც ერთმანთთან დააკავშირებს ვარშავის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს. იგეგმება ახალი ხაზის გაყვანა სამხრეთ-აღმოსავლეთით, უბან გოცლავისკენ.