ვეტლუგა (მდინარე)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/67/Volga_basin.png/220px-Volga_basin.png)
ვეტლუგა — მდინარე რუსეთის ფედერაციის კიროვის, კოსტრომის, გორკის ოლქებში და მარეთის რესპუბლიკაში. მდინარე ვოლგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 889 კმ, აუზის ფართობი 39,4 ათ. კმ². ვეტლუგის ხეობა ასიმეტრიულია: მარცხენა ფერდობი დაბალია, მარჯვენა ზოგან 100 მ-მდე მაღლდება, ქვემოთში დაბალი ნაპირები აქვს, რომლებიც წყალდიდობის დროს იტბორება. მდინარის ჭალაში ტბები და ნარიონალებია. ვეტლუგა საზრდოობს ძირითადად თოვლის წყლით. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრა აპრილშია. აცურებენ ხე-ტყეს. სანაოსნოა შესართავიდან 700 კმ. მდინარე ვეტლუგას ნაპირზეა ქალაქი ვეტლუგა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 386.