ვეშაპთავა ყანჩა (ლათ.Balaeniceps rex) — ფრინველინიჩაბფეხიანებისრიგისა. სხეულის სიგრძეა 120 სმ, სიმაღლე - 1 მ.მდე, წონა - 5-7 კგ, ფრთების შლილი — 250 სმ-მდე. აქვს ფართო, მასიური, კაუჭიანი ნისკარტი, რუხი სხეული; საჭისა და მომქნევი ბუმბული — შავია. გავრცელებულია აფრიკაში. საკმაოდ იშვიათია. ბუდობს ჭაობნარებში. ბუდეს იკეთებს წყლის და ხმელეთის-ბალახოვანი მცენარეებისაგან, დებს 1-2 თეთრ კვერცხს. იკვებება თევზებით.