ვეხტი
ვეხტი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() ![]() |
სათავე |
ბაუმბერგის ბორცვები 52°03′43″ ჩ. გ. 7°14′51″ ა. გ. / 52.06194° ჩ. გ. 7.24750° ა. გ. |
სიგრძე | 182 (ზვარტე-ვატერის გარეშე) კმ |
აუზის ფართობი | 5741 (ზვარტე-ვატერის ჩათვლით) კმ² |
![]() |
ვეხტი (გერმ. Vechte; ნიდერლ. Overijsselse Vecht) — მდინარე გერმანიასა და ნიდერლანდებში. სიგრძე 182 კმ, აუზის ფართობი 5741 კმ². სათავე აქვს ბაუმბერგის ბორცვებში, ზღვის დონიდან 104,6 მ სიმაღლეზე. მიედინება ჯერ გერმანიის ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის მხარეში, ქალაქ მიუნსტერის სიახლოვეს, სადაც ჩრდილოეთური მიმართულება აქვს, შემდეგ სვლას აგრძელებს ქვემო საქსონიაში, სადაც გაივლის დაახლოებით ქალაქებს ნორდჰორნსა და ემლიხჰაიმს. ამის შემდეგ, იღებს დასავლეთის მიმართულებას და გაედინება ნიდერლანდების ოვერეისელის პროვინციაში; აქ შეერთვის მდინარე რეგე. ვეხტი ქალაქ ზვოლესთან ერთვის მდინარე ზვარტე-ვატერს. შესართავი ზღვის დონიდან 0 მ სიმაღლეზეა.
იხილეთ აგრეთვე
- ნიდერლანდების მდინარეების სია
- გერმანიის მდინარეების სია
რესურსები ინტერნეტში
- მდინარე ვეხტის შესახებ დაარქივებული 2010-01-20 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ვეხტი – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)