ვირჯინია მარი რომეტი

ვირჯინია მარი რომეტი
დაბადების თარიღი 29 ივლისი, 1957(1957-07-29) (67 წლის)
დაბადების ადგილი ჩიკაგო
მოქალაქეობა  აშშ
განათლება Robert R. McCormick School of Engineering and Applied Science და ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი
ჯილდოები Time 100, 50 Most Influential და Ellis Island Medal of Honor

ვირჯინია მარი „ჯინი“ რომეტი ( ინგლ. Virginia Marie "Ginni" Rometty}, დ. 29 ივლისი, 1957, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ)[1][2]ამერიკელი ბიზნესმენი, ტოპ-მენეჯერი, IBM Corporation–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე (2012–დან დღემდე), ყოფილი პრეზიდენტი (2012–2020) და მეცხრე აღმასრულებელი დირექტორი (2012–2020), კომპანიის პირველი აღმასრულებელი დირექტორი ქალი.[3] 2012 წლის იანვარში, სანამ იგი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა, IBM-ში გაყიდვების, მარკეტინგისა და სტრატეგიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. იგი შეუერთდა IBM-ს 1981 წელს, როგორც სისტემის ინჟინერი კომპანიის დეტროიტის ოფისში.

იგი ზედიზედ ათი წელია შედის ჟურნალ Fortune-ის სიაში „50 ყველაზე ძლიერი ქალი ბიზნესში“, ხოლო ამ სიის პირველი ადგილი 2012,[4] 2013 და 2014 წლებში ეკავა.[5]

2017 წელს ჟურნალმა Forbes-მა პირველად ჯინი რომეტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალთა სიაში მე-10 ადგილზე დაასახელა.[6]

ადრეული წლები და განათლება

1979 წელს რომეტიმ წარჩინებით დაამთავრა რობერტ მაკკორმიკის საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერების სკოლა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, მიიღო ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში და ელექტრო ინჟინერიაში.[7] იგი იყო ქალთა საზოგადოების „Kappa Kappa Gamma“ წევრი, მოგვიანებით გახდა მისი პრეზიდენტი.[8]

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსმენს ჯინი რომეტის, IBM-ის აღმასრულებელ დირექტორს

კარიერა

1979 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რომეტიმ დაიწყო მუშაობა General Motors-ში. 1981 წელს იგი შეუერთდა IBM-ს, როგორც სისტემების ინჟინერი მის დეტროიტის ოფისში.[9] 1991 წელს მან დაიწყო მუშაობა IBM Consulting Group-ში. 2002 წელს ის „ჩემპიონი გახდა მსხვილი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმის, PricewaterhouseCoopers Consulting-ის 3,5 მილიარდი დოლარის შესყიდვაში.“[10] 2009 წელს რომეტი გახდა უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და გაყიდვების, მარკეტინგისა და სტრატეგიის აღმასრულებელი დირექტორი და მას „მიენიჭა წამყვანი IBM-ის ზრდის სტრატეგის სტატუსი ღრუბლოვან გამოთვლით და ანალიტიკაში შესვლის გზით“. ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც მოამზადა Watson, Jeopardy!-ის სათამაშო კომპიუტერი, კომერციული გამოყენებისთვის.[11]

2011 წლის 25 ოქტომბერს, IBM-მა გამოაცხადა, რომ რომეტი გახდება კომპანიის შემდეგი პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის 1 იანვრიდან და შეცვლიდა სემ პალმისანოს, რომელიც შეინარჩუნებდა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. რომეტი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაინიშნა IBM-ის აღმასრულებელ დირექტორად.

2012 წლის 26 სექტემბერს IBM-მა გამოაცხადა, რომ რომეტი დამატებით იკავებდა IBM-ის თავმჯდომარის როლს სემ პალმისანოს გადაწყვეტილების გამო 2012 წლის ბოლოს პენსიაზე წასვლის შესახებ. რომეტი ასრულებდა IBM-ის თავმჯდომარის, პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს 2012 წლის 1 ოქტომბერიდან.მისი ერთ-ერთი მიზანია კომპანიის ძალისხმევის ფოკუსირება ღრუბელზე და კოგნიტურ გამოთვლით სისტემებზე, როგორიცაა Watson.[12]

2020 წლის 31 იანვარს, IBM-ის დირექტორთა საბჭომ არვინდ კრიშნა დანიშნა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორად, მაგრამ რომეტი დარჩა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე 2020 წლის ბოლომდე, რის შემდეგაც იგი საბოლოოდ დატოვებს მას.[13]

ჯილდოები და მიღწევები

რომეტი არის საგარეო ურთიერთობების საბჭოს წევრი, მისი ალმა- მატერის, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს და მემორიალ სლოან კეტერინგის კიბოს ცენტრის სამეურვეო საბჭოსა და მმართველთა საბჭოს,[14] ლათინური ამერიკის კონსერვაციის საბჭოს, ბუნების დაცვის განყოფილების წევრი.[15]

2006-2009 წლებში ვირჯინია რომეტი იყო AIG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.[16]

2014 წელს რომეტი გამოჩნდა PBS-ის დოკუმენტურ ფილმში, სახელწოდებით „The Boomer List“.[17] იმავე წელს, იგი გახდა მესამე ქალი, რომელიც მიიღეს „Augusta National Golf Club“-ში.[18] მას აქვს საპატიო დოქტორის წოდებები რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან (2014) და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან (2015).[19][20]

Fortune-ის 2015 წლის 15 სექტემბრის ნომერში რომეტი მე-3 ადგილზე იყო ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში. 2019 წელს მან მიიღო ტომას ედისონის სახელობის ჯილდო.

პირადი ცხოვრება

რომეტი დაქორწინებულია მარკ ენტონი რომეტიზე, Bam Oil-ის მთავარ ინვესტორზე. წყვილს შვილი არ ჰყავს.[21]

სქოლიო

  1. America’s 10 Most Powerful Female CEOs (2012-05-10). ციტირების თარიღი: 2014-07-10.
  2. Buffett goes big in Big Blue(ინგლისური), Fortune, 2011, დაარქივებულია ორიგინალიდან (14 ივლისი, 2014)
  3. IBM Names Rometty to Succeed Palmisano as First Female CEO. Bloomberg BusinessWeek (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  4. Ginni Rometty. Fortune (2012-09-20). ციტირების თარიღი: 2012-09-20.
  5. Ginni Rometty. Fortune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-11. ციტირების თარიღი: 2016-11-14
  6. The World's Most Powerful Women 2017. Forbes (2017-11-23). ციტირების თარიღი: 2017-11-23.
  7. NU appoints 5 new members to Board of Trustees. Northwestern University (2010-06-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30. ციტირების თარიღი: 2011-10-26.
  8. Hempel, Jessi, {სათაური}(ინგლისური), Fortune, 2012, დაარქივებულია ორიგინალიდან (15 მაისი, 2013)
  9. IBM Names Virginia Rometty as First Female CEO. Wired (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2011-10-26.
  10. I.B.M. Names Virginia Rometty as New Chief Executive. The New York Times (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2011-10-26.
  11. IBM CEO Sam Palmisano to step down. CNN (2011-10-25). ციტირების თარიღი: 2011-10-25.
  12. Bellstrom, Kristen, Fortune's Most Powerful Women List (und), Fortune, 2015.
  13. „В IBM меняется гендиректор. Джинни Рометти уходит, обрушив выручку компании на треть“ (rus). CNews. 2020-01-31. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-01. ციტირების თარიღი: 2020-02-14.
  14. 2010 Annual Report. Memorial Sloan Kettering Cancer Center. ციტირების თარიღი: 2011-10-26.
  15. LACC Members. Latin America Conservation Council website. The Nature Conservancy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-18. ციტირების თარიღი: 2014-04-25.
  16. IBM’s Rometty Breaks Ground as Company’s First Female Leader დაარქივებული 2020-05-27 საიტზე Wayback Machine. .
  17. The Boomer List გვ. Rometty starting at 1 hr 6 min. PBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-26. ციტირების თარიღი: 2014-10-09.
  18. Virginia Rometty becomes 3rd female member of Augusta National - ESPN. ESPN.com. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  19. Rensselaer Polytechnic Institute Graduates 1,613 in 208th Commencement Ceremony. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
  20. IBM executive, Northwestern alumna Virginia Rometty to speak at 2015 commencement. ციტირების თარიღი: 2015-04-04.
  21. Stewart, James B.. (2011-11-05) A C.E.O.’s Support System, a k a Husband. The New York Times. ციტირების თარიღი: 2013-05-03.