ვიქტორ სანიკიძე

ვიქტორ სანიკიძე
ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1 აპრილი, 1986 (1986-04-01) (38 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 203 სმ
წონა 100 კგ
კარიერის ისტორია
2003–2006 დიჟონი
2006–2007 ესტუდიანტესი
2008 დინამო (თბილისი)
2008–2009 ტარტუ როკი
2009–2012 ვირტუსი
2012–2013 სიენა
2013–2014 სარაგოსა
2014–2015 უნიქსი
2015–2016 ტედ ანკარა
2016 არისი

ვიქტორ სანიკიძე (დ. 1 აპრილი, 1986, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი კალათბურთელი და პოლიტიკოსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მისმა საშუალო მონაგარმა 12.9 ქულა, 8.4 მოხსნა და 1.4 პასი შეადგინა.[1]

2020 წლის 10 სექტემბერს დასახელდა „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-13 ნომრად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.[2] 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

აბუ-დაბის ინციდენტი

2025 წლის 13 იანვარს, აბუ-დაბიში, სანიკიძე და ირაკლი ზარქუა საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.[4]

შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. სადილობის დროს ლაშა გაბიტაშვილს ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.[4]

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღის ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. 12 იანვრის დაპირისპირების დროს მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.[4]

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო