ვოლნოვახის რაიონი (უკრ.Волноваський район) — რაიონი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში. მისი ფართობია 2 549.44 კმ². 2013 წლის აღწერის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 83 930 ადამიანს შეადგენდა,[2] ხოლო სიმჭიდროვე 45.28 კაცს კმ²-ზე. ვოლნოვახის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ვოლნოვახა.