ზანგეზური (ფილმი)
„ზანგეზური“ | |
---|---|
![]() კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | ამო ბეკ-ნაზაროვი |
სცენარის ავტორი | ამო ბეკ-ნაზაროვი, იაკობ დუკორი, ვლადიმერ სოლოვიოვი |
როლებში |
გურგენ გაბრიელიანი, რაჩია ნერსესიანი |
კომპოზიტორი | არამ ხაჩატურიანი |
ოპერატორი | ივანე დილდარიანი |
სტუდია | „არმენფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1938 |
ხანგრძლივობა | 89 წუთი |
ქვეყანა |
![]() |
ზანგეზური (სომხ. Զանգեզուր) — კინოსტუდია „არმენფილმის“ 1938 წლის მხატვრული ფილმი. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი.
სიუჟეტი
ფილმში მოქმედება ხდება 1921 წლის სომხეთში, რომელიც სამოქალაქო ომში იყო გახვეული. ერევნიდან განდევნილი დაშნაკების ბოლო რაზმები სპარაპეტის მეთაურობით, გამაგრდენ ზანგეზურში, სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც ცდილობენ წითელ არმიას და ადგილობრივ პარტიზანებს გაუწიონ წინააღმდეგობა. დაშნაკებთან და მათ მომხრე ინგლისელ „დამკვირვებლებთან“ საბრძოლველად ზანგეზურში მიემართება გამოცდილი რევოლუციონერი აკოფიანი…
როლებს ასრულებენ
- გურგენ გაბრიელიანი — არმენი
- რაჩია ნერსესიანი — აკოპიანი
- ავეტ ავეტისიანი — სპარაპეტი
- ტატიანა აკოპიანი — აგიული
- დავიდ მალიანი — მაკიჩი
- გურგენ ჯანიბეკიანი — საქო
- გრიგორ ავეტიანი — ყრუ მოხუცი
- ანდრეი კოსტრიჩკინი — პოლკოვნიკი მარკოვი
- ივანე ჩუველევი — ნიკიტა
- იუნის ნური — პარტიზანი
- გეგამ არუთინიანი — სამუელი
ჯილდოები
1941 წელს ამო ბეკ-ნაზაროვი, რაჩია ნერსესიანი და ავეტ ავეტისიანი ფილმისათვის „ზანგეზური“ დაჯილდოვდნენ II ხარისხის სტალინური პრემიით.