ზარბეგ ბერიაშვილი
![]() | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სრული სახელი | ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1939 | |||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. თარიღი | 22 აპრილი, 2020 (80 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 172 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 70–74 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა |
![]() ![]() | |||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | თავისუფალი ჭიდაობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||
კლუბი | „ბურევესტნიკი“ (თბილისი) „სპარტაკი“ (თბილისი) | |||||||||||||||||||||||||||||||||||
მწვრთნელი | გიორგი როსტიაშვილი | |||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ზარბეგ ივანეს ძე ბერიაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1939, ავჭალა, თბილისი — გ. 22 აპრილი, 2020, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1964). საბჭოთა კავშირის ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი (1963) და IV სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1967). 1964 წლის ტოკიოსა და 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადების მონაწილე. საბჭოთა კავშირის მრავალგზის (1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1969), ევროპის ოთხგზის (1965, 1966, 1967, 1970) და მსოფლიოს ჩემპიონი (1969). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენითა და მედლით.
2015 წლის 20 თებერვალს, თბილისში, ჭიდაობის ფედერაციის წინ გაიხსნა ზარბეგ ბერიაშვილისა და როსტომ აბაშიძის ვარსკვლავი.[1] მრავალი წლის მანძილზე, თბილისში მის პატივსაცემად თავისუფალ ჭიდაობაში „ზარბეგ ბერიაშვილის სახელობის თასიც“ ტარდებოდა.[2]
2019 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო ჭიდაობაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
გარდაიცვალა 2020 წლის 22 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[2] დაკრძალულია ავჭალის სასაფლაოზე.
2021 წელს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩას ზარბეგ ბერიაშვილის სახელი მიენიჭა.[3]
საერთო შედეგები
სახეობა | ადგილმდებარეობა | წონითი კატეგორია | ტურნირი | ადგილი |
---|---|---|---|---|
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-70 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1966 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-74 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1970 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-70 კგ | ევროპის ჩემპიონატი 1967 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-74 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1969 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1967 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1965 | ![]() |
თავისუფალი ჭიდაობა | ![]() |
-70 კგ | მსოფლიო ჩემპიონატი 1963 | ![]() |
საინტერესო ფაქტები
1970 წელს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ მოაწყო ტრადიციული საახალწლო ანკეტა რესპუბლიკის ათი საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად. გამოკითხვის შედეგად ზარბეგ ბერიაშვილი საქართველოს მერვე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.[4]
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 401.
ბიბლიოგრაფია
- დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 203–211. 268 გვ.
პერიოდიკა
გოგელია, ა., ვალმოხდილი ფალავნის ცრემლი // „ლელო“, 20 სექტემბერი, 1973, № 186 (4956), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
- ზარბეგ ბერიაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზარბეგ ბერიაშვილი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზარბეგ ბერიაშვილი — ქართული სპორტი
- ზარბეგ ბერიაშვილი — Sports-Reference.com
- ზარბეგ ბერიაშვილი — პროფილი საიტზე International Wrestling Database (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ ჭიდაობის ფედერაციის წინ როსტომ აბაშიძისა და ზარბეგ ბერიაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. reportiori.ge. რეპორტიორი (20 თებერვალი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-17. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ 2.0 2.1 გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ზარიბეგ ბერიაშვილი. goal.ge. გოლ.ჯი (23 აპრილი, 2020). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ განკარგულება ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, რევოლუციის ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის სპორტსმენის ზარბეგ ბერიაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. tbsakrebulo.gov.ge. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022
- ↑ თინათინ ლეკვეიშვილი — № 1 // „ლელო“, 31 დეკემბერი, 1970, № 256 (4250), გვ. 1.