ზელანდია (კუნძული)

ზელანდია (დან Sjælland) — ბალტიის ზღვაში ყველაზე მსხვილი და დანიის სიდიდით მეორე კუნძული გრენლანდიის შემდეგ. მისი ფართობი 7 031 კმ²-ია. ზელანდია ერესუნის სრუტეზე გადებული ერესუნის ხიდით დაკავშირებულია შვედეთთან.
კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს დანიის დედაქალაქი კოპენჰაგენი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია როსკილე და ელსინორე.