ზოლიანი ბუჩქნარულა
ზოლიანი ბუჩქნარულა (ლათ. Garrulax lineatus) — ფრინველი ტიმალიასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ავღანეთში, ბჰუტანში, ჩინეთში, ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, რუსეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. მოკლე ფრთები აქვს. მეტწილად იკვებება თესლით, კენკრით, წვრილი ნაყოფით; გაზაფხულსა და ზაფხულში აგრეთვე მწერებით. ბუდეს იკეთებს ბუჩქებში. დებს 3-4 კვერცხს.
რესურსები ინტერნეტში