ზღვის ყვითელი მამალი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/74/Chelidonichthys_lucernus.jpg/322px-Chelidonichthys_lucernus.jpg)
ზღვის ყვითელი მამალი (ლათ. Triglidae) — ზღვის ბინადარი, ზღვისმამლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მაქსიმალური სიგრძე 75 სმ, წონა 6 კგ-მდე.
შავ ზღვაში ბინადრობს 10-60 მ. სიღრმეზე, ქვიშიანი ფსკერის არეალში. გავრცელებულია შავ ზღვაში კავკასიის, ყირიმის, ბულგარეთის, რუმინეთის სანაპიროებთან. ნაპოვნია აზოვის ზღვაშიც.
შავ ზღვაში იშვიათ თევზად ითვლება. გვხვდება ატლანტიკის ოკეანეში, აფრიკაში, ინდოეთის ოკეანეში, ხმელთაშუა, ადრიატიკის, ეგეოსის და მარმარილოს ზღვებში. სამეურნეო მნიშვნელობა მცირე აქვს, მაგრამ, მაღალი ხარისხის საკვებადაა შეფასებული.