თავბრუსხვევა (ინგლ.Vertigo) — ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1958 წელს. მთავარ როლებს ჯეიმზ სტიუარტი და კიმ ნოვაკი ასრულებენ. ფილმს გამოსვლისას დიდი კომერციული წარმატება არ ჰქონია და კრიტიკამ განსხვავებულად შეაფასა, თუმცა დღეს ის ჰიჩკოკის ერთ-ერთ შედევრად მიიჩნევა.
გადაღება
ჰიჩკოკს სურდა ბუალო-ნერსეჟაკის რომანის, „ის, რომელიც არ იყო“ ეკრანიზაცია, თუმცა საავტორო უფლებების შესყიდვა მას რამდენიმე საათით დაასწრო ანრი-ჟორჟ კლუზომ, რომელმაც ფილმი „ეშმაკები“ გადაიღო. ჰიჩკოკმა ფრანსუა ტრიუფოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდგომში ტომ ნერსეჟაკმა სპეციალურად ჰიჩკოკისთვის დაწერა ისტორია, რომელსაც დაეფუძნა ფილმი „თავბრუსხვევა“, მაგრამ შემდგომში ეს უარყო თავად ნერსეჟაკმა.