თარგი:დღის მოვლენები:08-26
ვულკანი კრაკატაუ
ძვ. წ. 55 : იულიუს კეისარი ბრიტანეთში შეიჭრა.
1071 : თურქ-სელჩუკები ალფ-არსლანის მეთაურობით ბიზანტიის იმპერიის ძალებს ამარცხებენ მანასკერტთან.
1789 : საფრანგეთის რევოლუცია — ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია მიიღეს ეროვნულ წარმომადგენლობით ასამბლეაზე ვერსალში.
1858 : ახალი ამბების პირველი გადაცემა მოხდა ტელეგრაფით.
1883 : ინდონეზიაში ვულკან კრაკატაუს (სურათზე) ამოფრქვევამ 800 ათ. კმ² ფართობი ფერფლით დაფარა, ხოლი მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად კუნძულ იავასა და სუმატრაზე 36 ათასი ადამიანი დაიღუპა.
1957 : ტასის ცნობით საბჭოთა კავშირმა წარმატებით განახორციელა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.
1972 : მიუნხენში XX ოლიმპიადა გაიხსნა.