თეკლათი
თეკლათი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გოლასკური, თეკლათი, რეკა, საგვარამიო, ტყირი). მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე ცივის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 21 მ. სენაკიდან 3 კმ. პირველად მოიხსენიება XVII საუკუნეში. საბჭოთა პერიოდში თეკლათის სასოფლო საბჭო მოიცავდა აგრეთვე სოფელ ისულას. მოქმედებდა მეცხოველეობის მეურნეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 444 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
942 |
470 |
472
|
2014[1] |
444 |
221 |
223
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო