თერმიტი
თერმიტი — პიროტექნიკური ნარევი. შედგება ლითონისა და ლითონის ოქსიდის ფხვნილების ნარევისგან. გაცხელებისას რეაქცია ხდება ძლიერ ეგზოთერმული. ნარევების უმეტესობა არ არის ფეთქებადი, თუმცა წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურა. რეაქცია ჰგავს დენთის წვას, ისევე როგორც სხვა საწვავ-მჟანგავ ნარევებს.
ქიმიური რეაქციები
ელემენტი ალუმინი ართმევს ლითონს ჟანგბადს, გავრცელებული მაგალითია რკინის შემთხვევა, რადგან ალუმინი უფრო ძლიერ ბმებს ამყარებს ჟანგბადთან, ვიდრე რკინა:
- Fe2O3 + 2 Al → 2 Fe + Al2O3
რეაქციის პროდუქტებია ალუმინის ოქსიდი და მეტალური რკინა,[1] ასევე გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო.
რესურსები ინტერნეტში
- თერმიტი — უცხო სიტყვათა ლექსიკონი
- თერმიტი სურათები & ვიდეოები (მოიცავს ეგზოტიკურ ტერმიტებსაც) დაარქივებული 2010-03-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვიდეო — ფოლადის ჩამოსხმა თერმიტის საშუალებით (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Demo Lab: The Thermite Reaction. Ilpi.com. ციტირების თარიღი: 11 October 2011.