თომას ლოურენსი (მხატვარი)
თომას ლოურენსი | |
---|---|
დაიბადა | 13 აპრილი, 1769[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ბრისტოლი[6] [4] |
გარდაიცვალა | 7 იანვარი, 1830[1] [2] [3] [7] [8] [9] [10] [11] [12] [4] [5] (60 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი[4] |
ჟანრი | პორტრეტი[6] |
სერ თომას ლოურენსი (ინგლ. Thomas Lawrence, დ. 13 აპრილი, 1769, ბრისტოლი — გ. 7 იანვარი, 1830, ლონდონი) — ინგლისელი მხატვარი, პორტრეტისტი და კოლექციონერი. დიდი ბრიტანეთის უდიდესი პორტრეტისტი მე-18 საუკუნის ბოლო მესამედიდან — მე-19 საუკუნის პირველ მესამედში, ადრეული რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი. ლონდონის სამეფო ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი 1794 წლიდან, ასოცირებული წევრი 1791 წლიდან და მეხუთე პრეზიდენტი 1820 წლიდან.
ბიოგრაფია
თომას ლოურენსი დაიბადა 1769 წლის 13 აპრილს ბრისტოლში. ლოურენსის მამა პატარა სასტუმროს მართავდა, მაგრამ საბოლოოდ გაკოტრდა. აღმოჩნდა, რომ ლოურენსის ოჯახის მთავარი შემოსავლის წყარო იყო მათი ვაჟის, როგორც მხატვრის ნიჭი. 1782 წელს ლოურენსები დასახლდნენ საკურორტო ქალაქ ბატში, სადაც ახალგაზრდა მხატვარმა კარგად გამოიმუშავა ფული ფანქრით პორტრეტების ხატვით.
1787 წელს ლოურენსი გაემგზავრა ლონდონში, სადაც იგი თბილად მიიღო ჯოშუა რეინოლდზმა და სწავლა დაიწყო სამეფო ხელოვნების აკადემიაში, როგორც სტუდენტმა. 1790 წელს მან დახატა მისის ფარენის (მოგვიანებით ლედი დერბი) პორტრეტი, რამაც ლოურენსი კიდევ უფრო ცნობილი გახადა. იმავე წელს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა აკადემიკოსად არჩევა 24 წლის ასაკიდან, მისი კანდიდატურა წარადგინეს სამეფო აკადემიის კორესპონდენციის წევრად, მაგრამ ის არ იქნა არჩეული — სამი ხმა ექვსის წინააღმდეგ. ამ პოზიციაზე არჩეული იქნა ფრენსის უიტლი. მხოლოდ 1791 წელს იგი აირჩიეს წევრად, ხოლო 1794 წელს სრულ აკადემიკოსად.
1815 წელს ლოურენსს მიანიჭეს რაინდის წოდება.
1818–1820 წლებში ლოურენსი იმყოფებოდა ევროპაში და ხატავდა სხვადასხვა დიდებულებს ვენაში, რომში და აახენში (სადაც იმ დროს საერთაშორისო კონგრესი იმართებოდა). ლონდონში დაბრუნების შემდეგ იგი აირჩიეს სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტად.
გარდაიცვალა 1830 წლის 7 იანვარს ლონდონში. იგი დაკრძალულია წმინდა პავლეს საკათედრო ტაძრის საძვალეში.
მის სტუდენტებს შორის იყო თეოდორ ფონ ჰოლსტი.
გალერეა
-
ატამანი მატვეი პლატოვი ინგლისში ვიზიტის დროს, 1814 წ.
-
კლემენს ვენცელ ლოთარ მეტერნიხი, 1815 წ.
-
ართურ უელსლი, უელინგტონის ჰერცოგი.
-
სერ ვალტერ სკოტი
-
საფრანგეთის მეფე კარლ X
-
ლუი ანტუან დე ბურბონი, ანგულემის ჰერცოგი
-
დიდი ბრიტანეთის მეფე ვილჰელმ IV
-
პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III
-
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, ფელდმარშალი და სამხედრო ადმინისტრატორი ფრედერიკი, იორკის ჰერცოგი
-
ავსტრიის იმპერატორი ფრანც II
-
ავსტრიის მხედართმთავარი ერცჰერცოგი კარლი
-
რუსი და ბერძენი სახელმწიფო მოღვაწე იოანეს კაპოდისტრიასი
-
დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ IV
ლიტერატურა
გამოფენის კატალოგი
- Levey M., Sir Thomas Lawrence, 1769–1830, London: National Portrait Gallery, 1979. — 116 p, ISBN 0-904017-32-X.
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
- Власов В. Г., Лоуренс Томас, сэр // Стили в искусстве, ტ. 2, СПб.: Кольна, 1996. — გვ. 543, ISBN 5-88737-005-X.
- Воронина Т. С., Лоренс, Томас // Европейское искусство, ტ. II, М.: Белый город, 2006. — გვ. 213–215, 3000 ეგზ., ISBN 5-7793-0920-5.
- Камчатова А. В., Котломанов А. О., Кроллау Н. Е., Германия. Англия. XV–XIX века, СПб.: Азбука-Классика, 2008. — გვ. 480 (Художники Западной Европы), ISBN 978-5-91181-907-1.
- Adams Ch. K., Lawrence, Sir Thomas // Allgemeines Lexikon der bildenden Künstler von der Antike bis zur Gegenwart, begründet von Ulrich Thieme und Felix Becker, Leipzig: E. A. Seemann, 1928. — S. 482–484.
- Lawrence (sir Thomas) // Dictionnaire critique et documentaire des peintres, sculpteurs, dessinateurs et graveurs de tous les temps et de tous les pays, par un groupe d'écrivains spécialistes français et étrangers, ტ. 10, Paris: Gründ, 1976. — P. 495–496, 778 p, ISBN 2-7000-0154-0.
- Levey M., Lawrence, Sir Thomas // Oxford Dictionary of National Biography, ტ. 60, Oxford University Press, 2004. — P. 859–865, XV, 1002 p, ISBN 0-19-861411-X.
- Ormond L., Lawrence, Sir Thomas // The Dictionary of Art, ტ. 34, New York: Grove's Dictionaries, 1996. — P. 890–895, XIII, 910 p, ISBN 1-884446-00-0.
ცნობარი
- Freitag W. M., Art Books, New York, London: Garland Publishing, 1997. — P. 217, XXVI, 542 p.(Garland Reference Library of the Humanities), ISBN 0-8240-3326-4.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 2.0 2.1 Thomas Lawrence
- ↑ 3.0 3.1 Thomas Lawrence — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ 5.0 5.1 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 6.0 6.1 https://www.nationalgallery.org.uk/artists/sir-thomas-lawrence
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Ormond L. Lawrence, Sir Thomas // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2018. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T049709
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.