თუმანიანის პარკი (სომხ.Թումանյան Այգի) — საზოგადოებრივი პარკი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. მდებარეობს აჯაპნიაკის რაიონში, ჰალაბიანის ქუჩაზე მდინარე რაზდანის ხეობაში, რაზდანის დიდ ხიდსა და თუმოს ტექნოლოგიათა შესაქმნელ ცენტრს შორის. პარკი 1970 წელს გაიხსნა. მას 7 ჰექტრის ფართობი უკავია მდინარე რაზდანის მარჯვენა სანაპიროზე. მას სახელი ცნობილი სომეხი მწერლისა და პოეტის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწოდა.[1]
1973 წელს პარკში თუმანიანის ოპერა ანუშის ორი მთავარი პერსონაჟის ანუშისა და საროს ქანდაკებები აღიმართა.
1986 წელს პარკში თუმანიანის კიდევ ერთი პერსონაჟის, ლორეცი საქოს ძეგლი გაიხსნა.