იაკუბიცა
იაკუბიცა | |
---|---|
მწვერვალი სოლუნსკა-გლავა | |
კოორდინატები: 41°42′15″ ჩ. გ. 21°24′19″ ა. გ. / 41.70417° ჩ. გ. 21.40528° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | სოლუნსკა-გლავა |
სიმაღლე | 2540[1] მ |
იაკუბიცა (მაკედ. Jakupica) ან მოკრა — ქედი ჩრდილოეთ მაკედონიაში. უმაღლესი წერტილია მწვერვალი სოლუნსკა-გლავა, ზღვის დონიდან 2540 მეტრზე. სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია: კარაძიცა (2473 მ), პოპოვო-ბრდო (2380 მ), ოსტარ-ბრეგი (2365 მ), უბავა (2353 მ), ოსტარ-ვრვი (2275 მ) და დაუტიცა (2178 მ).
რელიეფს კვეთს მთის მრავალი ანკარა და სწრაფი მდინარე. დიდი ფართობები უჭირავს წიფელს, მუხასა და წიწვოვან ტყეებს. ასევე ცხადად შეიმჩნევა პირველყოფილი გამყინვარების ნაკვალევი. მრავალი ინსტიტუცია ამ ტერიტორიის ეროვნულ პარკად გამოცხადების რეკომენდაციას იძლევა.
ქედი ადვილად მისასვლელია მაკედონიის დედაქალაქ სკოპიედან. კარგ ამინდში, მწვერვალ სოლუნსკა-გლავადან შესაძლებელია საბერძნეთის ქალაქ სალონიკის დანახვა.