იაფის და ასკალონის საგრაფო
იაფის და ასკალონის საგრაფო Comté de Jaffa et Ascalon | |||||
იერუსალიმის სამეფოს ვასალი | |||||
| |||||
დედაქალაქი | იაფა | ||||
ენები | ლათინური ძველი ფრანგული იტალიური ბერძნული არაბული | ||||
რელიგია | რომის კათოლიკური ბერძნული მართლმადიდებლური სირიული მართლმადიდებლური ისლამი იუდაიზმი | ||||
მთავრობა | ფეოდალური მონარქია | ||||
გრაფი | |||||
- | დაახლ. 1100 | როჯერი და ჟერარდი | |||
- | 1266-1268 | ჯეიმზ დე იბელინი | |||
ისტორია | |||||
- | პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა | 1100 | |||
- | ბეიბარსის მიერ დაპყრობა | 1268 | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ისრაელი |
იაფის და ასკალონის საგრაფო — იერუსალიმის სამეფოს ოთხი ძირითადი შემადგენელი სენიორიადან ერთ-ერთი. იგი შეიქმნა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, ჟოფრუა ბულონელის მიერ. მის დაუფლებას წარუმატებლად ცდილობდა პატრიარქი დეგობერტ პიზელი. იგი რჩებოდა სამეფო დომენის ნაწილი ჰუგო I-ის მიერ ძალაუფლების მოპოვებამდე (1110). როდესაც ჰუგო II ფულკს აუჯანყდა, ფულკმა მოახერხა მისი დამარცხება და საგრაფო მცირე ნაწილებად დაყო და მთლიანად იერუსალიმის სამეფოს დომენი გახდა. 1153 წელს ბალდუინ III-მ დაიპყრო ასკალონი და იგი იაფის საგრაფოს შეუერთა.
ამის შემდეგ იაფის და ასკალონის გრაფები სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, მემკვიდრეთა ახლო ნათესავები ან მათთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ. 1221 წელს მეფე ჯონმა იგი ვოლტერ IV-ს გადასცა. 1250 წლისთვის იგი იბელინებს გადაეცა. 1268 წელს საგრაფო ბეიბერსმა დაიპყრო.
ლიტერატურა
- John L. La Monte, Feudal Monarchy in the Latin Kingdom of Jerusalem, 1100-1291. The Medieval Academy of America, 1932.
- Jonathan Riley-Smith, The Feudal Nobility and the Kingdom of Jerusalem, 1174-1277. The Macmillan Press, 1973.
- Steven Runciman, A History of the Crusades, Vol. II: The Kingdom of Jerusalem and the Frankish East, 1100-1187. Cambridge University Press, 1952.