იინგლაკ ჩინავატი

იინგლაკ ჩინავატი
იინგლაკ ჩინავატი
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო, 2011 – 7 მაისი, 2014
მონარქი  პუმიპონ ადულიადეტი
წინამორბედიაპხისიტ ვესტაჩივა
მემკვიდრენივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი

ტაილანდის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ივნისი, 2013 – 7 მაისი, 2014
წინამორბედისუკამპოლ სუვანატატი
მემკვიდრენივათჰუმრონგ ბუნსონპაისანი

დაბადებული21 ივნისი, 1967 (1967-06-21) (57 წლის)
სან-კამპანგი, ტაილანდი
პოლიტიკური პარტიაპჰია თაი
მეუღლეანუსორნ ამორჩატი
შვილები1
განათლებაჩულალონგკორნის უნივერსიტეტი, სურეის უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი, ბიზნსემენი
რელიგიათერავადა, ბუდიზმი
ხელმოწერა

იინგლაკ ჩინავატი (ტაი. ยิ่งลักษณ์ ชินวัตร; დ. 21 ივლისი, 1967, სან-კამპჰენგ ჩიანგმაი) — ტაილანდის 28-ე პრემიერ-მინისტრი, პჰია-თაის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ექს-პერმიერის და მილიარდერის ტაქსინ ჩინავატის უმცროსი და.

ბიოგრაფია

დაამთავრა ქალაქ ჩიანგმაის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით და კენტუკის უნივერსიტეტი მაგისტრის წოდებით. მუშაობდა ძმის, ტაქსინის, კომპანიაში Advanced Info Service PCL — დირექტორ-განმკარგველად. კომპანია ტაილანდში უმსხვილესი მობილური ოპერატორია. 2006 წელს მომხდარი გადატრიალებისა და ტაქსინის საზღვარგარეთ გაქცევის შემდეგ პოლიტიკაში მოვიდა, ჯერ სახალხო ხელისუფლების პარტიაში შევიდა, პარტიის აკრძალვის შემდეგ კი ფჰია-თჰაიში. ტაქსინის ბისნესსტრუქტურებმა, რომელთაც სათავეში იინგლაკი ედგა, ფინანსური დახმარება გაუწია დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლ „გაერთიანებულ ფრონტს“ („წითელპერანგიანებს“).

2011 წლის 5 აგვისტოს ხმათა უმრავლესობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. იინგლაკ ჩინავატი პირველი ქალია, რომელიც ტაილანდში პრემიერის პოსტზე დაინიშნა. იინგლაკმა 500 პარლამენტარიდან 296-ის მხარდაჭერა მიიღო.

რესურსები ინტერნეტში