ილირიაში დედოფალმა ტევტამ გამეფების შემდეგ, შეაგულიანა ილირიელები მეკობრეობისთვის. ილირიელები არა მხოლოდ მეზობელ ბერძნებს აწიოკებდნენ, არამედ იტალიის სანაპიროებსაც აწუხებდნენ. ილირიელები ადრეც აწუხებდნენ იტალიელ ვაჭრებს, მაგრამ ტავტას შეგულიანებით ყაჩაღობამ ყველანაერ ზღვარს გადააჭარბა. დაზარალებულმა ვაჭრებმა სენატს მიმართეს დახმარებისთვის. სენატმა ილირიაში ელჩებად გაგზავნა გაიუს და ლუციუს კორუნკანიუსები.
დედოფალმა რომაელი ელჩები ცივად მიიღო და განაცხადა, რომ იგი არ ერევა თავისი ქვეშერდომების საქმეებში, რაზეც, პოლიბიუსის ცნობებით, ლუციუსმა უპასუხა, რომ რომი იცავს მოქალაქეებს კერძო პირების მიერ მიყენებული შეურაცხყოფებისგან და დაემუქრა, რომ რომი ეცდება ამ ჩვევის ილირიაშიც დანერგვას. ტევტა განარისხა ელჩის თავხედობამ, მან ბრძანა ელჩებს დადევნებოდნენ და მოეკლათ თავხედი ელჩი. გაურკვეველია, დაიღუპა მხოლოდ ლუციუსი თუ ორივე ძმა. როდესაც რომში შეიტყვეს ამის შესახებ, რომაელეში შეშფოთდნენ მომხდარით და ომისთვის მზადება დაიწყეს.[1]
↑აპიანეს თანახმად ელჩების წასვლისას მეფე აგრონოსი ცოცხალი იყო, და ელჩები ჩავიდნენ, რადგან რომს დახმარება კუნძულ ისას მაცხოვრებლე3ბმა სთხოვეს, ილირიის აგრესიისგან დასაცავად.
Germanic Wars (მარკომანები, Alamannic, Gothic, Visigothic) · Wars in Britain · Wars of Boudica · Armenian War · Civil War of 69 · Jewish Wars · Dacian Wars · Parthian Wars · Persian Wars · მესამე საუკუნის სამოქალაქო ომები ·დასავლეთ რომის იმპერიის დაცემი ომები