ინარი (ფინ.Inari; შვედ.Enare) — მუნიციპალიტეტი ჩრდილოეთ ლაპლანდიის ქვერეგიონში, ფინეთში. 2022 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 7 036 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 17 333.65 კმ²-ია და პირველ ადგილზეა ფინეთში. ინარის 4 ოფიციალური ენა აქვს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ფინეთის მუნიციპალიტეტებს შორის. სოფელ ინარში მდებარე მუზეუმი „სიიდა“ საამების კულტურის ცენტრია და ხშირად „საამების კულტურის დედაქალაქად“ მოიხსენიებენ.[6][7]