ინოვაცია

ინოვაცია — ახალი ტექნოლოგიების, შრომის ორგანიზაციისა და მართვის პროგრესული ფორმების დანერგვა წარმოებაში, პროდუქციის ახალ სახეობათა ათვისება. ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება სიტყვა „გამოგონების” სინონიმად და დაკავშირებულია წარმოებრივი პროცესების ტექნოლოგიურ სრულყოფასთან, თუმცა, ინოვაცია უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე გამოგონება. იგი გამოგონების კომერციულ გამოყენებას გულისხმობს.

ინოვაცია ხშირად ხდება უფრო ეფექტური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიების, ხელოვნების ნიმუშების,[1] ბიზნეს-მოდელების განვითარებისას, რომლებსაც ინოვატორები მარკეტებისათვის, საზოგადოების ან მთავრობისათვის ხელმისაწვდომს ხდიან.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო