ინჯეს მინარეთის მედრესე
ინჯეს მინარეთის მედრესე | |
---|---|
![]() | |
37°52′22″ ჩ. გ. 32°29′24″ ა. გ. / 37.8728194° ჩ. გ. 32.4902000° ა. გ. | |
დაარსდა | 1265 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | კონია და Selçuklu |
Lua-ს შეცდომა in package.lua at line 80: module 'Module:Infobox dim' not found. |
ინჯე მინარეთის მედრესი (თურქ. Sinop Arkeoloji Müzesi) — XIII საუკუნის ისლამური სკოლა კონიაში, თურქეთი, ქვის და ხის ხელოვნების მუზეუმი. იგი ცნობილია დეკორატიული შესასვლელით, გუმბათოვანი ეზოთი, ორნამენტული აგურის მინარეთით (რომელიც ნაწილობრივ დაზიანდა 1901 წელს) და ანატოლიის სელჩუკთა არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშით.
ისტორია
ინჯეს მინარეთის მედრესე ააგეს 1265 წელს სელჩუკთა ვეზირის საჰიბ ათა ფაქრ ალ-დინ ალის მიერ, რომელიც იყო ქალაქ კონიაში მონღოლების შემოსევის შემდეგ არქიტექტურის ორი მთავარი სპონსორიდან ერთ-ერთი. 1285 წელს იგი დაკრძალს საკუთარი მეჩეთის კომპლექსში.[1]
არქიტექტურა
კომპლექსის განლაგება
ინჯეს მინარეთის მედრესე აშენებულია სელჩუკთა მმართველობის ძველ ცენტრთან ახლოს, კონიას ციტადელის ძირას.[2] მედრესის კომპლექსის ზომები შეადგენს დაახლოებით 23,60 და 20,30 მეტრს, რაც დაახლოებით 77,4 ფუტს და 66,6 ფუტს შეადგენს.[3] კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს გუმბათიანი ეზო, რომელიც გარს აკრავს მედრესის ოთახებს, ან ისლამურ რელიგიურ სკოლას ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ მხარეებზე. სტუდენტთა ოთახები განლაგებულია გუმბათის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეებზე, ხოლო მედრესის საგანმანათლებლო ოთახები დასავლეთ მხარეს.[3] ბაღის აღმოსავლეთ მხარეს მდებარეობს ერთგუმბათიანი მეჩეთი, რომლის მინარეთზე ორი აივანია, განლაგებული სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში.[3] ბაღში არის ერთი აივანი, რომელიც მიანიშნებს შესასვლელისკენ.[4]
მნიშვნელოვანი თვისება შუა საუკუნეების ისლამურ არქიტექტურაში არის ის რომ, მეჩეთის ინტეგრაცია მედრესის არქიტექტურულ გეგმაში, ავლენს კომპლექსის მრავალმხრივ მიზანს როგორიცაა რელიგიური თაყვანისმცემლობა ისე სასწავლო მიზნები. კომპლექსის გარე ნაწილი შედგება გათლილი ქვისგან, გარე კედლები აგებულია ნანგრევებისა და ქვისგან, ხოლო შიდა სივრცეში აგური გამოიყენება როგორც სტრუქტურული, ასევე დეკორატიული მიზნებისთვის.[5] აგურის დეკორაციის გამოყენება დამახასიათებელი იყო სელჩუკური შენობებისთვის, რადგან იგი დაკავშირებულია ტრადიციულ ანატოლიურ აგურის არქიტექტურასთან.[6]
პორტალი და ფასადი
შენობის პორტალი გარშემორტყმულია ორნამენტირებული ქვის ნაკეთობებით, რომელიც გადაჭიმულია მთელ ფასადზე. სურა 36 და სურა 110 ჩაწერილია სულუსური კალიგრაფიის თვალსაჩინო ვერტიკალურ ზოლებში, რომლებიც ერთმანეთში ირევა კარის ზემოთ.[7][6] გეომეტრიული და მცენარეული დიზაინები ასევე ამშვენებს ფასადს, რომლებიც შექმნილია კვანძების, ტოტების და ფოთლების ფორმით. პორტალის ჩარჩოებში განთავსებული ორი როზეტა შეიცავს წარწერებს, რომლებშიც იკითხება შენობის არქიტექტორის, ქოლუქ ბინ აბდულლაჰის სახელი.[8]
გუმბათი
ბაღის ცენტრში მდებარეობს ცენტრალურად დაგეგმილი, გადახურული გუმბათი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გეგმები გავრცელებული იყო ბოლო სელჩუკურ არქიტექტურაში, ინჯეს მინარეთის მედრესეს გადახურვა განსხვავდება წინა ცენტრალურად დაგეგმილი ეზოებისგან. დიდი ცენტრალური გუმბათი იმეორებს სელჩუკამდე ანატოლიურ არქიტექტურას, განსაკუთრებით ადრეულ მეჩეთების გეგმებსა და სტანდარტულ ანატოლიურ, ბიზანტიური ეკლესიის სტილს.[9]
გუმბათი დამაგრებულია ოთხი სამკუთხა აფრით, რომელიც შესრულებულია აგურის ნამუშევრით.[10] გუმბათის გვერდითი ოთახები საერთოდ არ არის მორთული, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთავს ცენტრალური სივრცის ესთეტიკურ მახასიათებლებს.[11] გუმბათის შიდა ნაწილი დაფარულია ალტერნატიული მწვანე-ტურქიზისა და შავი კერამიკული ნაკეთობებით, გეომეტრიული ნიმუშებით, რომლებზეც ამოტვიფრულია ქუფური კალიგრაფია.[12]
მინარეთი
ინჯეს მინარეთის მედრესეს სახელწოდება უკავშირდება შენობის თავდაპირველად ექსტრემალურად მაღალ მინარეთს, რომელსაც ადრე ორი აივანი ჰქონდა. თუმცა, 1901 წელს მინარეთი ნაწილობრივ დაინგრა ელვის და წვიმის შედეგად.[6] ელვამ და წვიმამ გამოიწვია მინარეთის დაცემა მეჩეთის მიმართულებით, რამაც მისი გუმბათის განადგურება გამოიწვია და შედეგად განხორციელდა რემონტი.[11] მინარეთი მდებარეობს გუმბათის შესასვლელთან ახლოს. მინარეთის საძირკველი კვადრატული ფორმისაა და აგურით არის აშენებული.[13] საძირკველის ზემოთ ამაღლებული კვადრატული ფორმა ცილინდრულ ფორმაში გადადის. მოჭიქული აგურები სტრატეგიულად არიან განლაგებულები მცირე მანძილით ერთმანეთისგან, ქმნის გეომეტრიულ ცილინდრულ ნიმუშს, რომელიც წარმოქმნის მასალების თავისუფლად ჩამოკიდების ილუზიას.[6] გარდა ამისა, მწვანე კერამიკული ნაკეთობებითა და გეომეტრიული მოტივებით არის გაფორმებული მინარეთის გარე ნაწილი, რაც ქმნის შთამბეჭდავ სელჩუკურ არქიტექტურას და ხელოვნებას. სელჩუკური შენობებისთვის დამახასიათებელი იყო მოჭიქული აგურებით მოპირკეთება და დეკორატიული სტილით ორნამენტირება.[6]
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, სელჩუკური არქიტექტურის ფრაგმენტი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, სელჩუკური არქიტექტურის ფრაგმენტი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, სელჩუკური ფრთიანი ანგელოზი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, ბეიკიმ მეჩეთის დეტალი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, ჰასბეი დარ'ულ ჰუფაზის კარი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, ულრი სულთან მეჩეთის მიჰრაბი
-
ინჯეს მინარეთის მედრესეს მუზეუმი, ხედვა უკნიდან
ლიტერატურა
- Blessing, Patricia (2016). Rebuilding Anatolia after the Mongol Conquest: Islamic Architecture in the Lands of Rūm, 1240-1330. Stanford University, USA: Routledge, გვ. 21–67.
- Ince Minareli Madrasa en (1 June 2011).
რესურსები ინტერნეტში
- İnce Minareli Medrese in Konya. ArchNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-18. ციტირების თარიღი: 2017-03-15
- Many pictures from the Ince Minaret museum
სქოლიო
- ↑ Blessing 2016, p. 24.
- ↑ Blessing 2016, p. 61.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Demiralp, Yekta. Ince Minareli ('Slender Minaret') Madrasa. Museum With No Frontiers (2020).
- ↑ Blessing 2016, p. 51.
- ↑ TAŞ VE AHŞAP ESERLERİ MÜZESİ (İNCE MİNARE) en. T.C. Kültür ve Turizm Bakanlığı.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Ince Minare Madrasa (2005-03-11). ციტირების თარიღი: 2020-12-09
- ↑ Schimmel, Annemarie. Islamic Calligraphy, (Brill, 1970), 22.
- ↑ "Gizlilik Bildirimi - Fikriyat Gazetesi". www.fikriyat.com. Retrieved 2020-11-11.
- ↑ Hillenbrand, Robert (1994). Islamic architecture: form, function and meaning. Edinburgh: Edinburgh University Press, გვ. 211.
- ↑ Michell, M. (1978). Architecture of the Islamic World. London: Thames and Hudson, გვ. 244.
- ↑ 11.0 11.1 Blessing 2016, p. 50.
- ↑ Robert G. Ousterhout (2016). John Henry Haynes - A Photographer and Archaeologist in the Ottoman Empire, 1881–1900.
- ↑ Ince Minareli Medrese | Archnet. ციტირების თარიღი: 2020-12-09