სიმბოლო ოთხი ნახევარი მთვარისაგან და ერთი ხანჯლისაგან შედგება. ეს ხუთი ნაწილი განასახიერებს ისლამის ხუთ ბურჯს. ხანჯალს ზემოთ შადაა (თაშიდიდი) გამოსახული — არაბული დიაკრიტიკული ნიშანი, რომელიც გამოიყენება ასოების გაორმაგებისთვის. გერბის გამოსახულება ტიტის ფორმისაა — ტრადიციულად, ლეგენდის მიხედვით მიიჩნევა, რომ ირანის გმირების საფლავზე ტიტა ამოდის. ბოლო პერიოდში, ტიტა მოწამოების სიმბოლო გახდა. გერბის ავტორია ჰამიდ ნადიმი, რომელიც რუჰოლა ხომეინმა9 მაისს, 1980 წ დაამტკიცა. ირანის გერბი დაშიფრულია იუნიკოდის სისტემაში კოდით U+262B (☫).