იტალიის შეჭრა ალბანეთში (7 – 12 აპრილი, 1939) — იტალიის სამეფოს მიერ ალბანეთის სამეფოს წინააღმდეგ ნაწარმოები სამხედრო კამპანია. კონფლიქტი წარმოადგენდა იტალიელი დიქტატორის ბენიტო მუსოლინის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილს. იტალიამ 5 დღეში შეძლო ალბანეთის დაპყრობა. ალბანეთის მეფე აჰმედ ზოგუ ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო ალბანეთი შევიდა იტალიის იმპერიის შემადგენლობაში.
ლიტერატურა
Fischer, Bernd Jürgen (1999). Albania at War, 1939–1945. Hurst. ISBN1-85065-531-6.