იულიან ნაგელსმანი

იულიან ნაგელსმანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იულიან ნაგელსმანი
დაბადების
თარიღი
23 ივლისი, 1987 (1987-07-23) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ლეხის ლანდსბერგი, გერმანია
სიმაღლე 189 სმ [1]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
აუგსბურგი
2002-2006მიუნხენ 1860
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2006–2007მიუნხენ 1860 II
2007-2008 აუგსბურგი II
სამწვრთნელო კარიერა
2016–2019ჰოფენჰაიმი
2019–2021 ლაიფციგი
2021–ბაიერნი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იულიან ნაგელსმანი (გერმ. Julian Nagelsmann; დ. 23 ივლისი, 1987) — გერმანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.[2]

კარიერა

ნაგელსმანი თამაშობდა „მიუნხენ 1860-ის“ და „აუგსბურგის“ საფეხბურთო გუნდებში, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ახალგაზრდულ ასაკში მოუწია საფეხბურთო კარიერის დასრულება. უნივერსიტეტში ოთხი სემესტრის განმავლობაში ნაგელსმანი ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელა განათლების მიღება. მალე იულიანი ფეხბურთში დაბრუნდა, დაინიშნა „აუგსბურგის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

2014 წელს ნაგელსმანმა გერმანიის ახალგაზრდული (19 წლამდელთა) ბუნდესლიგა მოიგო „ჰოფენჰაიმის“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად. 2016 წლის თებერვალში დაინიშნა „ჰოფენჰაიმის“ პირველი გუნდის მწვრთნელად, რის შედეგადაც გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში მომუშავე ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი (მაშინ ნაგელსმანი 28 წლის იყო).

2016 წლის შეჯამებისას ნაგელსმანი გერმანიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.[3] 2016-2017 წლების სეზონში ნაგელსმანის ხელმძვანელობით „ჰოფენჰაიმმა“ გერმანიის ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკვა, შედეგად გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება.

სქოლიო