იუპიტერ LII

იუპიტერის თანამგზავრი იუპიტერ LII

იუპიტერ LII, S/2010 J 2ციური სხეული, პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი. შედის იუპიტერის ანანკეს ჯგუფში. იგი რეტროგრადულად მოძრავი არარეგულარული თანამგზავრია.

აღმოჩენა

იუპიტერ LII აღმოაჩინა 2010 წლის 8 სექტემბერს კრისტიან ვეილეტიმ 3.6 მეტრიანი კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპის გამოყენებით. აღმოჩენის შესახებ განცხადება გაკეთდა 2011 წლის 1 ივნისს. 2015 წლის მარტში მას მიენიჭა მუდმივი სახელწოდება „იუპიტერ LII“.[1]

ორბიტა

იუპიტერ LII იუპიტერის გარშემო ერთ სრულ ბრუნს აკეთებს საშუალოდ 20.307 მილიონი კმ მანძილზე 588.82 დღეში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0.30761. ორბიტის დახრილობა ლოპლასის სიბრტყეზე შეადგენს 150.36°, ანუ ის რეტროგრადულია. განეკუთვნება ანანკეს ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

იუპიტერ LII-ის დიამეტრი დაახლოებით 1 კმ-ია. თანამგზავრი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან, ამიტომ მისი სიმკვრივე შეიძლება შეფასდეს 2.6 გ/სმ³-ით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. CBET "4075: 20150307: Satellites of Jupiter", March 7, 2015.