იუჰან პარტსი
იუჰან პარტსი | |
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 იანვარი, 2003 – 13 აპრილი, 2005 | |
წინამორბედი | სიიმ კალასი |
მემკვიდრე | ანდრუს ანსიპი |
ესტონეთის ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 აპრილი, 2007 – 26 მარტი, 2014 | |
წინამორბედი | ედგარ სავისაარი |
მემკვიდრე | ურვე პალო |
დაბადებული | 27 აგვისტო, 1966 ტალინი, ესტონეთის სსრ |
საქმიანობა | პოლიტიკა |
იუჰან პარტსი (ესტ. Juhan Parts; დ. 27 აგვისტო, 1966, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი 2003-2005 წლებში. ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი 2007-2014 წლებში.
დაამთავრა ტალინის პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს. შემდეგ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში. 2003 წლის რიიგიკოგუს არჩევნებში მისმა პარტიამ მოიპოვა ხმების უმრავლესობა და ჩამოაყალიბა მთავრობა, თვით პარტსი გახდა პრემიერ-მინისტრი. თანამდებობიდან გადადგა 2005 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მისი კაბინეტის იუსტიციის მინისტრს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 13 აპრილს პრემიერ-მინისტრი გახდა ანდრუს ანსიპი. 2007-2014 წლებში იყო ეკონომიკისა და კომუნიკაციის მინისტრი.
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: