ქართული ასო „კ“
სახელწოდება
კ:
GEORGIAN LETTER KAN
უნიკოდი
კ:
U+10D9
HTML-კოდი
კ:
კ ანკ
ასო „კ-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „კ“

, , , [1] (კანი) — ქართული ანბანის მეათე ასო (ძველ ქართულში მეთერთმეტე იყო). მისი სახელია „კანი“. გრაფიკული სიმბოლო უკანაენისმიერი ყრუ ხშულ-მსკდომი აბრუპტივისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴉ, ნუსხურში — ⴉ. ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა რიცხვ ოცს (20).

მოხაზულობა

ასომთავრული
ႠႱႭႫႧႠႥႰႳႪႨ
ნუსხური
ⴌⴓⴑⴞⴓⴐⴈ
მხედრული მთავრული
ᲛᲗᲐᲕᲠᲣᲚᲘᲗ
სახელწოდება რიცხვითი
მნიშვნელობა
IPA ISO 9984 რომანიზაცია NGR
კან 20 K k Kʼ kʼ K· k·

კ-ს მოხაზულობა ასომთავრულში ხაზებისა და წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს. კ ნუსხურში კუთხოვანი ფორმისაა და მარჯვნივ გადახრილი. იგი ნუსხურში ოთხ ხაზში, ხოლო მხედრულში ქვედა სამ ხაზში იწერება.

კოდების ცხრილი

მახასიათებლები ასომთავრული ნუსხური მხედრული მთავრული
გამოსახულება
სახელწოდება georgian capital letter kan georgian small letter kan georgian letter kan georgian mtavruli capital letter kan
Unicode Code Point U+10A9 U+2D09 U+10D9 U+1C99
HTML Entity (Decimal) Ⴉ ⴉ კ
HTML Entity (Hexadecimal) Ⴉ ⴉ კ &#1C99

ბრაილი

მხედრული[2]

სხვა მნიშვნელობები

  •  — თერმოდინამიკული ტემპერატურის ერთეულის „კელვინის“ შემოკლებული აღნიშვნა.
  •  — ჯერადობის თავსართის „კილოს“ შემოკლება სხვადასხვა ერთეულებში: კგ (კილოგრამი), კმ (კილომეტრი) და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Georgian Extended
  2. UNESCO, World Braille Usage, Third Edition, Washington, D.C. p. 45