კავკასიონი (მთვარე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კავკასიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
კავკასიონი
ლათ. Montes Caucasus
კოორდ. 38°24′N 10°00′E / 38.4° ჩ. გ. 10.0° ა. გ. / 38.4; 10.0[1]
კავკასიონის სამხრეთი კალთები, აპოლო 15-დან
კავკასიონის სამხრეთი კალთები, აპოლო 15-დან
კოორდინატები: 38.4° ჩ. გ. 10.0° ა. გ. / 38.4° ჩ. გ. 10.0° ა. გ. / 38.4; 10.0
სიმაღლე 3650 
წვიმების ზღვის დეტალური რუკა. მთვარის კავკასიონი მონიშნულია „O“ ასოთი.

კავკასიონი (ლათ. Montes Caucasus) — უსწორმასწორო ქედი მთვარის ხილული მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთით [2]. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ქედის სიგრძე 455 კმ-დან 550 კმ-მდეა[1]. ქედის უმაღლესი წერტილი დაახლოებით 3,65 კმ სიმაღლეზე მდებარეობს[3]. კავკასიონი და აპენინები აღმოსავლეთიდან წვიმების ზღვის გარშემო წრეს კრავენ, რითაც მას სიცხადის ზღვისგან გამოყოფენ, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით ორთქლების ზღვისგან[4]. მთებისგან ჩრდილოეთით მდებარეობს არისტოტელეს კრატერი, ევდოკსის კრატერი კი თვითონ მთებშია. მთები მდებარეობენ 30,53° — 44,26° ჩ.გ., 6,06° — 14,27° ა.გ. სელენოგრაფიული კოორდინატებით შემოსაზღვრულ რაიონში[5].

სახელი

თავისი სახელწოდება ქედმა XVII საუკუნის შუა პერიოდში მიიღო, პოლონელი ასტრონომის იან ჰეველიუსის შეთავაზების შემდეგ, რომ მთვარის მთებისთვისაც იგივე სახელები ეწოდებინათ, რასაც დედამიწაზე უწოდებდნენ. ამ ქედისთვის კავკასიონის საპატავისაცემლოდ სახელის წოდება გერმანელი ასტრონომის იოჰან მედლერის იდეა იყო, აღსანიშნავია, რომ ქედის არც ერთი მწვერვალისთვის ინდივიდუალური სახელი არ უბოძებიათ[6].

საკითხი მთვარის მთების წარმოშობის შესახებ, მათ შორის კავკასიონისაც, ჯერ კიდევ კამათს იწვევს. არსებობენ მეტეორიტული და ვულკანური ჰიპოთეზები, რომელნიც სხვადასხვაგვარად ხსნიან მთვარეზე მთების წარმოშობას[7].

პანორამა

იხილეთ აგრეთვე

  • მთვარის მთების სია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Montes Caucasus. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology. ციტირების თარიღი: 2010-08-26.
  2. Moon Map. Observatorio ARVAL. ციტირების თარიღი: 2010-08-26.
  3. Caucasus-Additional Information Kurt Fisher database. Viscardy, 1985: 3.65 km[მკვდარი ბმული]
  4. Общий обзор Луны. Статья на сайте space.rin.ru
  5. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ცნობარი
  6. მთვარის ზედაპირის აღწერა
  7. მთვარის ზედაპირი, მთვარის რელიეფი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-04-25. ციტირების თარიღი: 2013-11-16.