კალიფორნია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალიფორნია (მრავალმნიშვნელოვანი).
კალიფორნია
კალიფორნიის დროშა კალიფორნიის გერბი
მეტსახელი: The Golden State, الولاية الذهبية, Y Dalaith Aur და El Estado Dorado
დევიზი: Eureka
დედაქალაქი საკრამენტო
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[1]
გუბერნატორი გევინ ნიუსომი
საკანონმდებლო ორგანო კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 423 970 კმ²
მოსახლეობა 39 538 223[2] კაცი
უმაღლესი წერტილი უიტნი
უდაბლესი წერტილი ბედუოტერის აუზი
შტატი გახდა 9 სექტემბერი, 1850
სასაათო სარტყელი UTC−8, წყნაროკეანური დროის სარტყელი, ამერიკა/ლოს-ანჯელესი და UTC−7
საფოსტო აბრევიატურა CA[3]
მოსაზღვრე რეგიონები ორეგონი, არიზონა, ნევადა და ქვემო კალიფორნია
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი ca.gov

კალიფორნია (ინგლ. California) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს წყნარი ოკეანის რეგიონში. სახელი მინიშნებაა ესპანური სიმღერის წარმოსახვითი კუნძულისა, რომლის მმართველი იყო დედოფალი კალაფია. XVIII ს-ის დასაწყისამდე კარტოგრაფებს იგი წარმოდგენილი ჰქონდათ კუნძულის სახით. 1769 წელს კალიფორნია დაიპყრო ესპანეთმა; 1846 – დამოუკიდებელი რესპუბლიკა. 1848მექსიკასთან ომის შემდეგ შეიერთა აშშ-მ. 1850-დან აშშ-ს შტატია.

1850 წლიდან დაიწყო მოსახლეობის სწრაფი ზრდა რაც განაპირობა კარგმა ჰავამ (ლოს-ანჯელესიში იანვარში საშუალოდ 18-22 გრადუსია), მოსახლეობის ზრდამ გამოიწვია ეკონომიკური ბუმი 20ე საუკუნის მეორე ნახევარში. მალე კალიფორნია გახდა აშშ-ს გართობის ცენტრი. კალიფორნიის შტატი ლიდერია ტურიზმის სექტორში. კალიფორნიის ეკონომიკა უმსხვილესია, შედარებისთვის კალიფორნია რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს ის მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკურ ქვეყნებში მერვე იქნებოდა (მშპ 1,81 ტრილიონი დოლარი), ხოლო 35-ე უდიდესი ქვეყანა მოსახლეობის მიხედვით.

2008 წლის მონაცემებით კალიფორნიის შტატმა ექსპორტზე 144 მილიოარდი აშშ დოლარის ღირებულების ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანა. აგროკულტურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია კალიფორნიისთვის ნედლეულის გაყიდვებმა 2008 წელს 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კალიფორნიაში თავს იყრის 81,500 ფერმა და რანჩო რომელიც ქმნის 36 მილიარდი დოლარის პროდუქტს შტატში. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 38,956 აშშ დოლარს. უამრავი ოკეანის პირა ქალაქი კალიფორნიაში მიჩნეულია მსოფლიოში უმდიდრეს ქალაქებად (სანტა-კლარა). 2010 წლის მონაცემებით კალიფორნიაში ცხოვრობს 663,000 მილიონერი. კალიფორნია ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებელია. კალიფორნიაში მდებარეობს ორი უდიდესი ატომური ელექტრო სადგური: დიაბლო ქანიონი და სან ონოფრე.

  • ფართობი – 404 ათასი.
  • მოსახლეობა - 37,253 ათასი (თეთრი 57,6 %, აზიელი 13,0 %, აფროამერიკელი 6,4 %, ლათინურამერიკელი 21 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 91,3 %.
  • ქალაქებისაკრამენტო (დედაქალაქი), 376 ათასი, ლოს-ანჯელესი (სრული სახელი: El Pueblo de Nuestra Señora la Reina de los Angeles de Porciuncula, დაარს. 1781, 3.553 ათასი), სან დიეგო, 1.171 ათასი, სან ხოსე, 839 ათასი, სან ფრანსისკო (დაარს. 1848), 735 ათასი, ლონგ-ბიჩი, 422 ათასი, ოკლენდი, 367 ათასი.
  • ცნობილი ადამიანებიუოლტ დისნეი, ჯეკ ლონდონი, მერლინ მონრო, რონალდ რეიგანი, ჯონ სტეიბეკი.
  • თავისებურებები – უდიდესი შტატია მოსახლეობით, უდიდესი სასოფლო-სამეურნეო რაიონი, ელექტოტექნიკური მრეწველობა (სილიკონის ველი), სიერა-ნევადა, სიკვდილის ველი (282 მ ზღვის დონის დაბლა).

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო