კანა, უფრო სწორად ჩვეულებრივი კანა (ლათ.Taurotragus oryx) — წყვილჩლიქოსანიძუძუმწოვარიძროხისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,8 მ, წონა — 900 კგ. რქა გრძელი და ძირში დაგრეხილია. ფერად ღია მორუხო-ყვითელია. კანა გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის სავანებში. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. მაკეობა 81/2—9 თვე გრძელდება. შობს 1 ხბოს. იყენებენ მის ხორცს, ტყავსა და მსუყე რძეს. კანის მოშინაურება ადვილია.