კანტონი (ადმინისტრაციული ერთეული)

კანტონი — ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტიპი.[1] ზოგადად, კანტონი სხვა ადმინისტრაციული ერთეულებისგან განსხვავებით, როგორიცაა საგრაფო (ინგლისში), დეპარტამენტი ან პროვინცია, ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით უფრო მცირე ერთეულების აღსანიშნავად გამოიყენება. ყველაზე მეტად ცნობილი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი შვეიცარიის კანტონებია. შვეიცარიის კონფედერაციის კონსტიტუციის მიხედვით თეორიულად (და ისტორიულადაც) მისი კანტონები ნახევრად სუვერენული სახელმწიფოებია.

დასახელება მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან canton, რომელიც კუთხეს ან ოლქს აღნიშნავს.[2]

კანტონები ქვეყნების მიხედვით

კანტონები არსებობს (ან არსებობდა) შემდეგ ქვეყნებში:

  • ბელგიის კანტონები
  • ბოლივიის კანტონები
  • ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციის კანტონები
  • კოსტა-რიკის კანტონები: სახელმწიფო ადმინისტრაციული დაყოფის მეორე დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, პროვინციების შემდეგ. კანტონები იყოფა მესამე დონის რაიონებად. ყოველ კანტონს მუნიციპალიტეტის მსგავსი ადგილობრივი თვითმმართველობა ჰყავს.
  • ეკვადორის კანტონები: მეორე დონის ადმინისტრაციული ერთეული პროვინციების შემდეგ.
  • საფრანგეთის კანტონები
  • ლიბანის კანტონები
  • ლუქსემბურგის კანტონები
  • შვეიცარიის კანტონები

ყოფილი კანტონები

  • აღმოსავლეთ რუმელიის კანტონები. დეპარტამენტების ქვედა დონის ადმინისტრაციული ერთეულები.
  • საბჭოთა კავშირის კანტონები
  • ახალი გრენადის რესპუბლიკის კანტონები — რესპუბლიკის პროვინციების ქვედა დონის ადმინისტრაციული ერთეულები.

რესურსები ინტერნეტში

  • კანტონი — სამოქალაქო განათლების ლექსიკონი

სქოლიო

  1. Chisholm, Hugh, ed. (1911). „Canton“ . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 5 (11th ed.). Cambridge University Press. p. 221.
  2. Oxford English Dictionary cantonment and canton, v.