კაპის კოლონია

The Cape Colony - 1878.jpg
კაპის კოლონია - 1878

კაპის კოლონია — პირველი ნიდერლანდური დასახლება სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ცენტრით ქ. კაპსტადი, მოგვიანებით ინგლისური სამფლობელო სახელწოდებით კეიპტაუნი. დაარსდა ნიდერლანდელი მეზღვაურის იან ვან რიბეკის მიერ 1652 წელს, სანაოსნოდ მოსახერხებელ ადგილას, კეთილი იმედის კონცხის სიახლოვეს, ჰოლანდიის ოსტინდოეთის კომპანიის ხელმძღვანელობით. კაპის კოლონია აღმოჩნდა გადასახლებულთა ყველაზე უფრო წარმატებული პროექტი ყველა ნიდერლანდურ კოლონიას და ევროპის ყველა გადასახლებულთა შორის აფრიკის ტერიტორიაზე. ნიდერლანდელმა, აგრეთვე, გერმანელმა და ფრანგმა ჰუგენოტებმა ჩამოაყალიბეს ახალი თეთრი რასა აფრიკის ტერიტორიაზე. ეს არის აფრიკანერი. მათ უწოდებენ, აგრეთვე, ბურებს. ისინი რიცხობრივად დაახლოებით 3 მილიონს შეადგენენ. მათი ენა განვითარდა ნიდერლანდური ენის საფუძველზე და წარმოიქმნა ახალი ენა ე.წ. აფრიკაანსი. 1806 წელს კოლონია დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა. ამ დროიდან კაპის კოლონია თანდათანობით გაიზარდა ბრიტანეთის კუნძულებიდან წამოსული ხალხით.

ნიდერლანდური რეჟიმის ქრონოლოგია

  • 1652 — კაპის კოლონიის დაარსება.
  • 1657 — თეთრი ფერმერების მსხვილმასშტაბიანი გადასახლების დაწყება ევროპიდან და მონების (მონათა მომწოდებლები: დასავლეთი აფრიკა, აზია, ინდონეზია, ცეილონი, მადაგასკარი).
  • 1691 — კაპის კოლონიის პირველი გუბერნატორის სიმონ ვან დერ სტელის დანიშვნა.
  • 1700 — ნიდერლანდელები აკონტროლებენ ქ. კაპსტადიდან კონცხის შემოგარენს 50-70 კმ. რადიუსში. მრავალრიცხოვან ფერმებში მოჰყავთ ხორბალი, ყურძენი, ბოსტნეული კულტურები.
  • 1713 — ყვავილის ეპიდემიის შედეგად ათასობით ჰოტენტოტი გარდაიცვალა, სხვები კი გაიქცნენ.
  • 1730 — აბორიგენები შერეკეს შიდა სიღრმეებში; თეთრი რასის რადიუსი გაიზარდა 400 კმ-მდე.
  • 1779—1781 — პირველი სასაზღვრო («კაფრის») ომი. დაიწყო კოლონისტებსა და კოსას ხალხს შორის.
  • 1795—1803 — კოლონია დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა, რამდენადაც თავად ნიდერლანდები აღმოჩნდა ფრანგების მიერ დაპყრობილი.

ბრიტანეთის კონტროლქვეშ

კაპის კოლონია, 1809 წელი

1795—1803 წწ. კაპის კოლონია დაიპყრო დიდმა ბრიტანეთმა, რამდენადაც ის ცდილობდა, არ დაეშვა ამ რეგიონზე საფრანგეთის კონტროლის გაძლიერება, რომელიც თან მოჰყვებოდა საფრანგეთის მიერ ამ რეგიონის მფლობელის ნიდერლანდების დაპყრობას. 1803-1806 წწ. ნიდერლანდების ხელისუფლებამ არარდგინა კონტროლი კაპის მიწაზე, რადგან ეს ადგილები იყო ოსტ-ინდიასთან (ამჟამად, ინდონეზია) ნიდერლანდური ვაჭრობისა და ზღვაოსნობის ისტორიაში მნიშვნელოვანი რგოლი. პირველი დაპყრობისას რეგიონის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობის გაცნობის შემდეგ, ბრიტანელები კვლავ მიისწრაფიან მისი დაბრუნებისათვის. ეს მოვლენა მართლაც განხორციელდა 1806 წელს ბრიტანეთის მიერ, რასაც შედგეგად მოჰყვა ნაპოლეონის მიერ ფრანგული აგრესიის დაწყება. 1814 წელს ვენის კონგრესმა კოლონია „სამუდამო მფლობელობაში“ გადასცა დიდ ბრიტანეთს. ბრიტანეთის ხელისუფლების საბოლოო განმტკიცება კაპის მიწაზე მოხდა 1814 წელს ლონდონში ანგლო-ნიდერლანდური კონვენციის შედეგად.

ამის შემდეგ ნიდერლანდებმა ვეღარ შეძლო დანაკარგის შევსება და მეორეხარისხოვან კოლონიურ იმპერიად გადაიქცა, რომელიც უკვე დამოკიდებული იყო დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ზე. 1815-1845 წწ. ბრიტანული მფლობელობის საპროტესტოდ 15 ათასამდე აფრიკანერმა დატოვა კაპის კოლონიის საზღვრები. მიგრაციის პროცესი იწოდა დიდ გადასახლებად. ნიდერლანდელთა თეთრი შთამომავლები ძირითადად გადავიდნენ სამხრეთ აფრიკის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც დააარსეს ახალი სახელმწიფო-ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ე.წ. ტრანსვაალი.

გზა დამოუკიდებლობისაკენ

1872 წელს გუბერნატორის მიერ დანიშნული მთავრობის ნაცვლად, კოლონიამ მოიპოვა უფლება - თავად შეექმნა საკუთარი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება. პირველი პრემიერ-მინისტრი გახდა ჯონ მოლტენო. ამ დროიდან დაიწყო კოლონიის გზა დამოუკიდებლობისაკენ.

აფრიკის კოლონიური დაყოფა

კაპის კოლონია (გამოყოფილია წითლად), 1890 წელი

კოლონიის ტერიტორია მუდმივად იზრდებოდა აფრიკელთა მიწის ხარჯზე: ბუშმენების, ჰოტენტოტების, ბანტუს ხალხის. ბურებისა და ინგლისელი კოლონიზატორების მთელი რიგი დაპყრობების შედეგად (კაფრის ბრძოლა) კაპის კოლონიის აღმოსავლეთ საზღვარმა 1894 წელს მდინარე უმტამბუნამდე მიაღწია. 1895 წელს კოლონიას შეერწყა ტსვანას მიწების სამხრეთ ნაწილი, რომელიც 1884-1885 წწ. იქნა ანექსირებული. არანაკლებ სისხლისმღვრელი იყო თეთრკანიანთა ბრძოლები ერთმანეთში. ეს იყო 1899-1902 წწ. ანგლო-ბურების ომი. ბურების რესპუბლიკებმა დაკარგეს თავიანთი დამოუკიდებლობა. იმისათვის, რომ მოესპოთ აფრიკანერთა წინააღმდეგობა, ისტორიაში პირველად ინგლისელებმა შექმნეს საკონცენტრაციო ბანაკი. 1890 წელს ინგლისელებმა უხეშად წაუყენეს პორტუგალიელებს ულტიმატუმი, რომელმაც წერტილი დაუსვა პორტუგალიელთა ოცნებას - შეექმნათ მეორე ბრაზილია აფრიკაში — ტრანსკონტინენტური სამფლობელოების ფართო ზოლი, რომელსაც ერთიან იმპერიაში უნდა მოაქცია ანგოლა და მოზამბიკი. 1910 წელს სამხრეთ აფრიკის კავშირის დომინიონის შექმნით (1961 წლიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) კაპის კოლონია შევიდა მის შემადგენლობაში. 1994 წელს უზარმაზარი კაპის კოლონია სამ ახალ პროვინციად გაიყო — ჩრდილოეთი კაპლანდი, დასავლეთი კაპლანდი და აღმოსავლეთი კაპლანდი.

რესურსები ინტერნეტში