კარსლბადის მღვიმეების ეროვნული პარკი (ინგლ.Carlsbad Caverns National Park) — აშშ-ის ქალაქ კარლსბადის სამხრეთ-დასავლეთით, ნიუ-მექსიკოს შტატის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მიწისქვეშა მღვიმეების მსოფლიოში უდიდესი სისტემა (საერთო სიგრძე 60 კილომეტრი), რომელმაც 1923 წელს ეროვნული ძეგლის, ხოლო 1930 წელს ეროვნული პარკის სტატუსი მიიღო. 81 მღვიმეში, რომელიც გადაჭიმულია 189 კმ2-ზე, ბინადრობს 11 სახეობის ღამურების მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლონია. მღვიმეები კირქვის წყალში გახსნის შედეგად გაჩნდა. კირქვამ ჭერსა და კედლებზე სხვადასხვა ფორმა შექმნა, მათ შორის სტალაქტიტები და სტალაგმიტები.